2025-07-14 17:16:08, 2739 ნახვა
კომენტარი/ მზია ამაღლობელი - არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე
ბათუმის საქალაქო სასამართლოში თავისი სისხლის სამართლის საქმეზე იკითხება გამოცემების "ბათმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. ის ჩვენებას აძლევს სასამართლოს სხდომაზე დარბაზში ბრალდებულებისთვის განკუთვილი შუშებიანი ჯიხურიდან. მოსამართე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა მზია ამაღლობელი სხდომათა დარბაზში დაკითხულიყო. გამოცემა "ბათუმელების" ლაივბლოგის მიხედვით მზია ამაღლობელმა თქვა: „ჩემს თაობაში მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც უარი თქვა და ზურგი აქცია მაამებლურ საბჭოთა ჟურნალისტიკას. მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა. პროფესიულ კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ და ეს არ არის საშიში მაშინ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს. ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი არ გამოიძია. ვინმე დგებუაძემ (ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი, ვისთვისაც სილის გაწვის გამოა აღძრული მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე რედ.) დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“. მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან ევროკავშირის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა“ (CPJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) წარმომადგენლები.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |