2025-07-05 11:38:58, 2961 ნახვა
სხვადასხვა/ 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან 4 წელი გავიდა
5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან 4 წელი გავიდა . 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირი მედიაზე ძალადობის და აგრესიის ეპიცენტრად იქცა. 53 ნაცემი და დაზარალებული ადამიანი მედიიდან, წარმომადგენლებს შორის, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, დევნა, დამამცირებელი მოპყრობა და დამტვრეული ტექნიკა – ამ შედეგით დასრულდა შეტევა და ძალადობა მედია-საშუალებებზე, რომლებიც ცენტრალურ გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად და „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი მარშის მოწინააღმდეგეთა აქციის გაშუქებას ცდილობდნენ. თავდასხმის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო პირველი არხის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა. ძალადობრივ მოვლენებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს. გამოძიების პროცესის მიმართ ახლაც არაერთი პრეტენზია აქვთ არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და ოპოზიციას, რომლებიც ხელისუფლებას ერთი წლის წინანდელი ძალადობრივი ქმედებების წაქეზებაში ადანაშაულებენ. დანაშაულის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვალების გარემოებების გამოძიება, მთავარ მოთხოვნად რჩება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |