2025-07-04 12:52:15, 2918 ნახვა
სამხედრო/ იტალია და საქართველო შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლებას ატარებენ
საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო შეხვდა იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და CBRN მე-7 პოლკი Cremona-ს ერთობლივ დელეგაციას, რომელიც ჩართულია საქართველოსა და იტალიის შეიარაღებული ძალების თანამშრომლობაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) უსაფრთხოების მიმართულებით. ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული სამდღიანი სწავლება, რომელიც თბილისში გაიმართა, მიზნად ისახავდა იმ საკითხების ურთიერთგაზიარებას, რომლებიც მხარეებისთვის საერთო ინტერესს წარმოადგენს, და ასევე, საქართველოს თავდაცვის ოპერატიული და სასწავლო ინფრასტრუქტურების დათვალიერებას. სწავლების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის ოპერატიული იმპლემენტაციისთვის.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |