2025-06-30 13:18:38, 2628 ნახვა
სპორტი/ აჭარაში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
ბათუმში, სასკოლო ლიგის ფარგლებში, ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აჭარის 24 სკოლის 350-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის №30 და №18 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. ბათუმის №30 საჯარო სკოლამ მოწინააღმდეგე, ბათუმის №18 საჯარო სკოლა 4:2 ანგარიშით დაამარცხა. ახლა ფინალური შეხვედრა თბილისში იმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია. სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15 -მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში. სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |