2025-06-27 13:49:18, 3000 ნახვა
სპორტი/ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ - მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება
მზად ხართ საგულშემატკივროდ?! 29 ივნისიდან, იტალიაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. ბორჯღალოსნები აპენინის ნახევარკუნძულზე უკვე გაემგზავრნენ, სადაც 26 ივნისს, ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიელ თანატოლებთან ერთად ერთობლივ ვარჯიშს გამართავენ და შემდეგ, პირველი მატჩისთვის მოემზადებიან. 20-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ მსოფლიო თასისთვის 30 მორაგბე შეარჩია: შერკინება: არჩილ ნოზაძე (აჟენი), ბაჩუკი ბარათაშვილი, ლუკა ნარსია (აია), მიხეილ ხახუბია, შოთა ხელაძე, დავით არჩვაძე, ნიკა აბესაძე (ლელო), მათე ღურწკაია (კასტრი), გიორგი ძაგანია (ნარბონი), გიორგი მესხიძე, ანდრო დვალი (პერპინიანი), თემურ წულუკიძე (ოიონა), გაგი მარგველაშვილი (რასინგი), დავით ბარამია, მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), გიორგი არძენაძე (ბათუმი). ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), თემურ ძოძუაშვილი, საბა შარვაშიძე (აია), დავით წიკლაური, ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), გიგი სირბილაძე, ნუგზარ ქევხიშვილი, დათა ახვლედიანი (ლელო), სანდრო სესიაშვილი, სანდრო მესხიძე, ლუკა კეშელავა (არმია), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები). საქართველოს ნაკრები C ჯგუფში, ირლანდიასთან, ახალ ზელანდიასთან და მასპინძელ იტალიასთან ერთადაა. ჩვენი გუნდის მატჩების განრიგი კი, ასეთია: ირლანდია Vs საქართველო | 29 ივნისი, 20:00, კალვიზანო ახალი ზელანდია Vs საქართველო | 4 ივლისი, 20:00, ვიადანა საქართველო Vs იტალია | 9 ივლისი, 22:30, კალვიზანო თიბისისთვის ქართული რაგბის მხარდაჭერა მომავალში ინვესტიციაა - იმ ახალგაზრდებში, რომლებიც არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და ენერგიის მაგალითები არიან. #ერთადგავიმარჯვებთ
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |