2025-06-15 01:45:53, 3518 ნახვა
კომენტარი/ ტრამპმა პუტინთან საუბრის შესახებ განცხადება გააკეთა
შაბათს, 14 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ამერიკელი ლიდერის თქმით, მათ, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს. „პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით დამირეკა, რათა ძალიან თბილად მომილოცოს დაბადების დღე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ირანზე, ქვეყანაზე ესაუბრა, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. გაცილებით ნაკლები დრო დავუთმეთ რუსეთ/უკრაინაზე საუბარს, მაგრამ ეს მომავალ კვირას მოხდება. ის პატიმრების გაცვლის დაგეგმილ პროცესშია - ორივე მხრიდან დაუყოვნებლივ ხდება პატიმრების დიდი რაოდენობის გაცვლა“, - დაწერა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა Truth Social-ზე. ტრამპმა დასძინა, რომ პუტინთან საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. „ის, ისევე როგორც მე, თვლის, რომ ისრაელსა და ირანს შორის ეს ომი უნდა დასრულდეს, რაზეც მე ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს“, - დაასკვნა ამერიკის პრეზიდენტმა. როგორც პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს. დიქტატორმა დაგმო ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. ამავდროულად, პუტინმა რუსეთს ისრაელსა და ირანს შორის შუამავლის როლის შესრულება შესთავაზა. რაც შეეხება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, უშაკოვის თქმით, რუსეთის მმართველმა დაარწმუნა ტრამპი მოსკოვის მზადყოფნაში, გააგრძელოს „მოლაპარაკებები“ უკრაინასთან 22 ივნისის შემდეგ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |