2025-06-12 16:09:01, 471 ნახვა
კორონავირუსი/ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. დღეს, ჩვენი შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები სახლებში დაბრუნდნენ. ყველა მათგანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ეს უკვე მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული ჯარისკაცების დაბრუნების მეორე ეტაპია“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის მყოფი ზოგიერთი სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. „ვაგრძელებთ მუშაობას, რათა რუსული ტყვეობიდან სახლში ყველა დავაბრუნოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |