2025-06-08 14:44:49, 120 ნახვა
კორონავირუსი/ რუსეთი - კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება
კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება, - ამის შესახებ უკრაინასთან რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ზორინმა განაცხადა. „რუსულმა მხარემ, 2 ივნისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების დაცვით და ასევე სტამბოლში უკრაინულ მხარესთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რეპატრიაციისთვის მომზადებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვლის ზონაში გადაიტანა. ეს არის 1212 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, რომელთაგან ბევრი იდენტიფიცირებულია“, - განაცხადა ალექსანდრე ზორინმა. მისი თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინას 6000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცეს. „არსებობს სიგნალები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ცხედრების გადაცემის პროცესი, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გადაიდება. რუსეთი სპეციალური არხის მეშვეობით ამის შესახებ შეტყობინებას ელოდება“, - აღნიშნა ზორინმა. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება უარყვეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-09 09:16:46 უკრაინამ ჩუვაშიაში რუსული დრონებისა და რაკეტებისთვის ნავიგაციის სისტემების მწარმოებელ ქარხანას შეუტია 2025-06-08 14:44:49 რუსეთი - კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება 2025-06-07 13:41:27 უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე სუ-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს 2025-06-07 12:34:51 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად საბავშვო პარკში, ის მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა 2025-06-07 09:57:53 პუტინის რეჟიმმა ხარკოვი დაბომბა: დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი იზრდება ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
მთავარი თემა
![]() |