2025-06-05 12:35:22, 573 ნახვა
სამხედრო/ აშშ უარს ამბობს უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების საჰაერო დაფარვაზე
აშშ უარს ამბობს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდებაზე იმ სამშვიდობო ძალების მხარდასაჭერად, რომელთა შექმნასაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ომის შემდგომ უკრაინაში გეგმავენ. ლონდონმა და პარიზმა უკვე შეიმუშავეს ჯარების განლაგების გეგმა, თუმცა ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინი სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას აპირებს. „ბლუმბერგს“ საკითხთან დაკავშირებულმა პირებმა განუცხადეს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებების დროს მიხვდნენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ უზრუნველყოფს იმ გარანტიებს, რომლებსაც ისინი „ნებაყოფლობით კოალიციის“ მხარდასაჭერად ითხოვდნენ. ევროპული ძალების განლაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გაზაფხულზე დაიწყო, გაგრძელდა, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით, რომლებმაც დაასრულეს ჯარების განლაგებისა და მათი მოქმედებების გეგმა, თუმცა, სააგენტოს წყაროების ცნობით, ეს გადაიდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებამდე. ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ რუსეთის შეკავებისთვის საჭიროა აშშ-ის გარანტიები, ასევე ძლიერი უკრაინული არმია, რომელსაც მოკავშირეები გაწვრთნიან და მხარს დაუჭერენ თავიანთი ჯარებით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დაჟინებით განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერაა საჭირო, რათა რუსეთმა შეაჩეროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა. ევროპელები აშშ-სგან ელოდნენ, რომ უზრუნველყოფდა საჰაერო თავდაცვას და საჰაერო დაფარვას სამშვიდობო კონტინგენტისთვის, დაზვერვასა და საზღვრის მეთვალყურეობისთვის. საჰაერო თავდაცვის სისტემის წარუმატებლობის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი კვლავ იმედოვნებენ, რომ აშშ გააგრძელებს დაზვერვისა და მეთვალყურეობის მიწოდებას გამყოფი ხაზის გასწვრივ, განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Bloomberg-ს. კიდევ ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკიც თვლის, რომ ტრამპი ჩაერევა, თუ ევროპელ ჯარებს რუსეთიდან ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მათი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ასეთ გარანტიას წერილობით მისცემს. რაც შეეხება 30-ქვეყნიანი „ნებაყოფლობითი კოალიციის“ შექმნის გეგმებს, ევროპის მთავრობებმა შეცვალეს თავიანთი შეფასება იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო რუსეთის შეკავებისთვის. ახლა ისინი თვლიან, რომ უკრაინის ძალები, მოკავშირეთა სამხედრო წვრთნები, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული ევროპული ჯარები და თვითმფრინავები, ასევე შავ ზღვაში პატრულირება საკმარისი იქნება. თუმცა, ეს ყველაფერი შესაძლოა აუცილებელი გახდეს, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმება დაიდება. თუმცა, ამ კვირაში სტამბოლში მათი დელეგაციების მეორე შეხვედრის მიუხედავად, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ასეთი შეთანხმების მიღწევა ახლა შესაძლებელია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 18:36:29 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზად არის 2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |