|
2025-05-29 16:01:56, 9437 ნახვა
რეგიონი/ ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (СГБ) ცნობით, დე ფაქტო უწყებამ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად, გამოავლინა "სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის არხი", რის შედეგადაც დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორი ჯგუფი. "ერთ ჯგუფში თურქეთის ორი მოქალაქეა: 1997 წელს დაბადებული სელჩუკ გურენი, რომელიც ოპერატიული მონაცემების თანახმად, ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნის ქვეშაა თურქეთში წარსულში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისთვის და 2001 წელს დაბადებული დოგან ბერსანი, რომელიც ასევე მკვლელობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იძებნება". - წერია განცხადებაში. ასევე, დე ფაქტო უწყების ცნობით, 26 მაისს დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული ჰასან აზიზოვი და 1990 წელს დაბადებული ნამაზ თაჰმაზლი. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქეებმა "საქართველოს ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმალვა სცადეს". მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო უწყებამ დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მათ "საზღვრის უკანონო კვეთის" გამო, სავარაუდოდ, 2-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

