2025-05-14 14:34:01, 4273 ნახვა
კომენტარი/ ხატია დეკანოიძე ოქრუაშვილის დაკავებაზე - ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა, ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა
ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა - ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა - ჩაიფიქრა ამ ქვეყანაში ყველა იმ ადამიანის განადგურება, ვისაც რისკის აღება შეუძლია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულით ის იმ ფაქტს ეხმაურება, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. „ოქრუაშვილი დაიჭირეს საქართველოს ღალატის კომისიაზე მიუსვლელობის გამო. ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა - ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა. ჩაიფიქრა ამ ქვეყანაში ყველა იმ ადამიანის განადგურება, ვისაც რისკის აღება შეუძლია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა“,- წერს დეკანოიძე. ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |