2025-05-11 17:13:40, 4802 ნახვა
კომენტარი/ რომის პაპმა პირველი ლოცვის დროს უკრაინაში მშვიდობისკენ მოუწოდა
ახალმა პაპმა, ლეო XIV-მ, კვირას, 11 მაისს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური ლოჯიდან, მორწმუნეებს პირველად მიმართა პატივცემული ლოცვით რეგინა კაელი - „ზეცის დედოფალი“. თავის პირველ მიმართვაში პაპმა მსოფლიოს წამყვან ძალებს მოუწოდა, აღარ დაუშვან ომები. ლეო XIV ასევე საუბრობდა რუსეთსა და უკრაინას შორის ნამდვილი და მდგრადი მშვიდობის, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და იქ მყოფი ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლების აუცილებლობაზე. რომის პაპმა მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბოლო დროს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და განაცხადა, რომ ღმერთს ევედრება, რომ „მშვიდობის სასწაული“ მოახდინოს. ლეო XIV - კარდინალი რობერტ პრევოსტი - პაპად 8 მაისს აირჩიეს. ის გახდა პირველი ამერიკელი, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპის ინტრონიზაციის საზეიმო წირვა 18 მაისს, ხოლო პირველი საყოველთაო აუდიენცია 21 მაისს გაიმართება. ლეო XIV-ის წინამორბედი, პაპი ფრანცისკე, 21 აპრილს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ეკლესიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. დაკრძალვა 26 აპრილს გაიმართა და პაპი, მისი ანდერძის თანახმად, რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |