2025-05-03 13:03:58, 4451 ნახვა
რეგიონი/ ხობში ავარიას 25 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა, დაშავდა მისი მცირეწლოვანი ძმა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |