2025-02-02 11:21:45, 6053 ნახვა
სპეციალური ანონსი/ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება – მოქალაქეები ქოლგებით გამოსვლას გეგმავენ
„დიდი საპროტესტო აქციის დაწყებამდე, რომელიც დღეს თბილისში, „თბილისი მოლთან“ გაიმართება, რამდენიმე საათი რჩება. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში ამჯერად ქოლგებით გამოდიან, რადგან ,როგორც მოქალაქეები განმარტავენ ქოლგები ჯერ კიდევ არ არის კანონსაწინააღმდეგო ნივთად გამოცხადებული. საპროტესტო აქცია დიღომში, ზუსტად 16:00 საათზეა დაგეგმილი. აქცია, სახელწოდებით „ბოლომდე!“, მიუხედავად შსს-ს განცხადებებისა გაიმართება და მისი მიზანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ თბილისის გასავლელთან რამდენიმე ვიდეოკამერა დაამონტაჟა, ხოლო გუშინ პოლიციამ რამდენიმე აქტივისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, მოქალაქეები მაინც არ შინდებიან. ისინი ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ვერ შეაჩერებს მათ, ვერც ფიზიკური და ვერც მორალური ტერორით.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებულია და საკუთარი დასასრულის წინაშე დგას.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-06 09:36:28 უკრაინის შეიარაღებული ძალები როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურს ზედიზედ მეორე ღამე უტევენ 2025-08-05 10:17:55 რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მიაყენეს- არის მსხვერპლი 2025-08-05 00:43:40 უკრაინულმა დრონებმა ორი მსხვილი „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა 2025-08-04 09:24:01 რუსეთის არმია ხერსონის ხიდზე ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო ბომბები ისვრის 2025-08-04 09:21:30 ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |