2023-06-08 10:43:27, 5513 ნახვა
კულტურა/ ბრუნო მარსი „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ბრუნო მარსი ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს. ბრუნო მარსი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარსდგება. ბილეთების შეძენა 20 ივნისს 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. "15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია. პოპ მუსიკის, R&B, ფანქის და სოულის სინთეზით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა. ბილეთების შეძენას 20 ივნისის 10:00 საათიდან შეძლებთ. ღონისძიების დასაწყისი: 21:00. კარები გაიღება: 17:00 Starring Georgia 2-წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream",- ნათქვამია „ბლექ სი არენას" ინფორმაციაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-16 14:33:25 რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს 2025-06-15 22:10:57 უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას 2025-06-15 11:22:39 რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს 2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |