|
2023-03-10 21:50:46, 15800 ნახვა
ციტატცები/ Gen Z-ის თაობას პატივისცემას ვუდასტურებ - ხუნდაძე
„ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ „ჯენზის“ თაობას პატივისცემას უდასტურებს. „მე მათ [ჯენზის თაობას] ვუდასტურებ პატივისცემას. ეს არის თაობა, ვისზეც ყველაზე მეტად ღირს ზრუნვა. ეს არის თაობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტი და ის, რომ ყველაზე მეტად უყვარდეს საკუთარი ქვეყანა და მერე ყველა დანარჩენი. ევროპა რატომ არის ჩემთვის მიმზიდველი, იმიტომ, რომ იქ მეგულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, რომელიც დღეს თითქოს არ ჰგავს იმას, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი. იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება. ომიც დასრულდება. ომს როგორც ჩანს, ცუდი გავლენა აქვს დემოკრატიაზე, რადგან წესები იქ იცვლება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და ეს კვალი დაეტყო ევროპასაც და მის ღირებულებებსაც“, - განაცხადა დეპუტატმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

