08:20 - 27 Sep, 2026
2026-09-25 23:15:10, 378 ნახვა

პოლიტიკა
ალიევის რეჟიმის მუქარა საქართველოს- არაა რეკომენდებული, რომ საპატრიარქო სომხეთის ეკლესიის გზას გაყვეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის "აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება".

ამის შესახებ სამინისტრომ აზერბაიჯანულ გამოცემას, APA-ს განუცხადა. 

"აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელებით წარდგენა დაუშვებელია. 

აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავდროულად, ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულების გამოვლენა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. 

საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რომელიც ტერიტორიულ პრეტენზიებს მოიცავს, სწორედ ამ თვალსაზრისით არის გაუგებარი. 

მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა დაწესებულებებმა თავი შეიკავონ მიდგომებისგან, რომლებმაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ისტორიული მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები შესაძლოა დააზიანოს. 

ამ მხრივ არ არის რეკომენდებული, რომ საქართველოს საპატრიარქომ სომხეთის ეკლესიის ცნობილი მიდგომები გაიმეოროს და მის გზას გაყვეს. 

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული მემკვიდრეობისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია". - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო "გადაუდებელ რეაგირებას" მოითხოვს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, მიმდინარეობს ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაცია, ასევე არქეოლოგიური გათხრები.

როგორც საპატრიარქო წერს, "ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე". მათი განცხადებით, აღნიშნულ ქმედებებზე აზერიბაჯანის შესაბამისი უწყებებისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. 

საპატრიარქო მოითხოვს, დადგინდეს რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ. 

ფოტოებში, რომლებიც საპატრიარქოს ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული, ჩანს, რომ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შიდა და გარე სივრცეები გადათხრილია და ე.წ. მანიშნებელი, სპეციალური ლენტია გავლებული.




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2026-09-24 11:04:48

კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

2026-09-21 08:43:22

ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა

2026-09-20 10:25:23

კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა

2026-09-19 11:29:16

უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

2026-09-19 10:59:28

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics