|
2026-09-17 18:15:24, 5124 ნახვა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
აგვისტოს მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 570 ათასამდე შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 6546-ით შემცირდა. ჯამში იანვართან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის 140 ათასით არის შემცირებული. საარსებო შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან 153 258 სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რომელიც 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა ვისაც 4-წლიანი პერიოდი დასასრულებელი აქვთ, ისინი კვლავ სისტემაში რჩებიან. სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება აქტიურად აქვს დაწყებული და როგორც პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის სოციალური სტატუსის შემოწმება იგეგმება. კობახიძის წლიური ანგარიშის მიხედვით, წელს შემწეობა 22 707 ოჯახს უკვე შეუწყდა. კერძოდ, 5 თვეში სახელმწიფომ 40 ათასზე მეტი ოჯახი გადაამოწმა და ნახევარზე მეტს დახმარება მოუხსნა, რითაც, როგორც კობახიძე ამბობს, 55 მლნ ლარამდე დაიზოგა. "წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა. თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ეკონომია 75 მლნ ლარი იქნება. თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახები შერჩეულია კონკრეტული კრიტერიუმით, ხოლო შემდეგმა გადამოწმებამ ყველა ოჯახი უნდა მოიცვას", - განაცხადა კობახიძემ. მთავრობა ბოლო წლებში რეკორდულად გაზრდილი სოციალური დახმარების მიმღებთა სიას ამცირებს. პრემიერის ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მიხედვით, წელს შემწეობა 22 707 ოჯახს შეუწყდა. 5 თვეში სახელმწიფომ 40 ათასზე მეტი ოჯახი გადაამოწმა და ნახევარზე მეტს დახმარება მოუხსნა, რითაც, როგორც კობახიძე ამბობს, 55 მლნ ლარამდე დაიზოგა. მთავრობის მიზანი მეტის დაზოგვაა. პრემიერი პირობას დებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება: "წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა. თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ეკონომია 75 მლნ ლარი იქნება. თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახები შერჩეულია კონკრეტული კრიტერიუმით, ხოლო შემდეგმა გადამოწმებამ ყველა ოჯახი უნდა მოიცვას". ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, როცა პანდემიის საბაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადამოწმება შეჩერდა. ამას 2022 წლიდან სახელმწიფო დასაქმების პროგრამაც დაემატა, რომელსაც შემწეობაზე მყოფი პირები დასაქმების ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა პრემიერი ამბობს, რომ წინამორბედის დროს ამუშავებული პროგრამა უსარგებლო და დასაქმება ფიქციური იყო. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა შემცირდა. სოციალური დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის მარტის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 6%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის მარტის მონაცემებით, დახმარებას სულ 667 793 ადამიანი იღებდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიმღებთა რაოდენობა 708 017 იყო. საქსტატის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ყოველი მეექვსე ქართველი საარსებო შემწეობას იღებს. უფრო კონკრეტულად, რეგიონების მიხედვით შეღავათების მიმღებთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი — 147,948 თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაქმების პროგრამები 2026 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან

