|
2026-09-23 14:38:13, 954 ნახვა
პოლიტიკა ვატო წერეთელმა TV პირველის დირექტორობის კანდიდატად ლელოს კომუნიკაციების უფროსი წარადგინა
ვატო წერეთელმა TV პირველის დირექტორობის კანდიდატად ლელოს კომუნიკაციების ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე წარადგინა. თავად წერეთელი TV პირველის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს უხელმძღვანელებს. "TV პირველის მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა. მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთვარი გამოწვევაა - ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედიასტანდარტის დანერგვის დრო. ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა TV პირველის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ. საბჭო აერთიანებს მედიის, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს - ირაკლი მელაშვილს, დოდო შონავას, გიორგი მშვენიერაძეს, გია ხუხაშვილს, დავით ძიძიშვილს, ირაკლი აფაქიძეს, ზაალ უდუმაშვილს, ინგა გრიგოლიას და თამარ ჯინჭარაძეს. ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ TV პირველში ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში. პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი - ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და TV პირველის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია" - წერს წერეთელი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

