08:20 - 27 Sep, 2026
2026-09-22 10:45:09, 2246 ნახვა

ეკონომიკა/
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87

საქართველოში საწვავის კვლავ ძვირდება. ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში, თითქმის ყველგან, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 21 თეთრამდეა გაზრდილი.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 19 სექტემბერს გაძვირდა. ერთკვირიან ჭრილში ბენზინი 4-6 თეთრით, ხოლო დიზელი 10 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

  • G-Force სუპერი - ₾4.55; ზრდა - 6 თეთრი;
  • G-Force პრემიუმი - ₾4.09; ზრდა - 4 თეთრი;
  • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.89; ზრდა - 4 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.89; ზრდა - 4 თეთრი;
  • G-Force ევრო დიზელი - ₾4.85, ზრდა - 10 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.75, ზრდა - 10 თეთრი;

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო 5 დღეში უკვე მეორედ დაკორექტირდა. ბენზინის ღირებულება 5-7 თეთრით, ხოლო დიზელის 5-21 თეთრით გაიზარდა.

დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

  • A1 სუპერი 100 - ₾4.64, ზრდა - 7 თეთრი;
  • ეკო სუპერი - ₾4.54; ზრდა - 7 თეთრი;
  • ეკო პრემიუმი - ₾4.09; ზრდა - 5 თეთრი;
  • ეკო დიზელი - ₾4.87, ზრდა - 21 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.83, ზრდა - 5 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.89; ზრდა - 5 თეთრი;
  • დიზელ ენერჯი - ₾4.20, ზრდა - 20 თეთრი;

Connect-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლოს 18 სექტემბერს გაძვირდა. ბოლო 5 დღეში ამ ქსელში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა.

დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

  • სუპერი - ₾4.10; ზრდა - 5 თეთრი;
  • პრემიუმი - ₾3.90;
  • რეგულარი - ₾3.75;
  • ევრო დიზელი - ₾3.65, ზრდა - 5 თეთრი;
  • დიზელი - ₾4.50, ზრდა - 5 თეთრი;

Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი 10 სექტემბერს დაკორექტირდა. შედეგად აგვისტოს შემდეგ ბენზინი და დიზელი 3-10 თეთრით გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

  • ნანო სუპერი - ₾4.40, ზრდა - 10 თეთრი;
  • ნანო პრემიუმი - ₾3.95, ზრდა - 4 თეთრი;
  • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.75, ზრდა - 3 თეთრი;
  • ევრო 5 დიზელი - ₾4.48; ზრდა - 8 თეთრი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.58; ზრდა - 8 თეთრი;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

  • Efix სუპერი - ₾4.50;
  • Efix ევრო პრემიუმი - ₾4.05;
  • ევრო რეგულარი - ₾3.84;
  • Efix ევრო დიზელი - ₾4.87; ზრდა - 12 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.67; ზრდა - 12 თეთრი;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

  • Super ecto – ₾4.48;
  • Premium Avangard - ₾4.03;
  • Euro Regular - ₾3.83;
  • Euro Diesel - ₾4.76;
  •  



ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2026-09-24 11:04:48

კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

2026-09-21 08:43:22

ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა

2026-09-20 10:25:23

კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა

2026-09-19 11:29:16

უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

2026-09-19 10:59:28

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics