|
2026-09-21 17:39:00, 2761 ნახვა
საზოგადოება/ ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
გამოცემა Qartli.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხაშურობისთვის ხაშურის მერია "20-წლიანი გამოცდილების რეპერს" ეძებდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ რეპერი შეარჩიეს და ის ზაზა ნოზაძეა. "გვჭირდება 20-წლიანი გამოცდილების რეპერი" - წერია მოთხოვნაში, რომელიც ხაშურობის დღის აღსანიშნავად ხაშურის მერიამ შეადგინა. ხაშურობა წელს ზემო სერის ტყეში გაიმართება, ხაშურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. დღესასწაულის ორგანიზებისთვის დაიქირავეს ინდმეწარმე გიორგი ტაბატაძე, რომელსაც 93 000 ლარს გადაუხდიან. გიორგი ტაბატაძემ 20-წლიანი გამოცდილების რეპერი უკვე მოძებნა. ხაშურობას რეპერი ზაზა ნოზაძე დაასრულებს. რამდენი შეხვდება 92 000 ლარიდან ნოზაძეს, ჯერ უცნობია", - წერს Qartli.ge მომღერალი ზაზა ნოზაძე კახა კალაძის საარჩევნო კლიპის ავტორია. "ძალიან მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ჩემი მეგობრის, კახი კალაძის მიმართ და წარმატება მინდა ვუსურვო მას და მის გუნდს", - თქვა რეპერმა გასულ წელს, კალაძის საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-27 11:29:03 რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა. 2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

