08:20 - 27 Sep, 2026
2026-09-21 14:49:59, 1828 ნახვა

ეკონომიკა/
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციებსა და განვითარებას პასუხისმგებლიან მიდგომასთან აერთიანებს. სწორედ ამ ხედვას დაეთმო თიბისის 2026 წლის მდგრადი განვითარების ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის კავშირი მდგრადი განვითარების შესაძლებლობებთან.

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გამართულ ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ პარტნიორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუტების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე თიბისის თანამშრომლები და მომხმარებლები.

ღონისძიება ნინო მასურაშვილმა, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ და რისკების მართვის დირექტორმა, გახსნა. მან ისაუბრა ბანკის ტექნოლოგიურ მიღწევებსა და იმ დადებით ზეგავლენაზე, რომელსაც დღეს ინოვაციები ბიზნესზე, თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე ახდენს.

თიბისის ESG კოორდინატორმა მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა კომპანიის საქმიანობა მდგრადი განვითარების მიმართულებით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მდგრადი პორტფელის, მწვანე დაფინანსების, განახლებადი ენერგიის, ქალთა გაძლიერების, მრავალფეროვნებისა და მდგრადი განათლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა ბრიტანეთის ინჟინერიის სამეფო აკადემიის საწარმოთა და სივრცითი განვითარების დირექტორის, ანა ავალიანის მოხსენება მდგრადი ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე. მან ისაუბრა საერთაშორისო პრაქტიკაზე, დამკვიდრებულ მოსაზრებებსა და რეალურ პოტენციალზე.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების წამყვანმა სპეციალისტებმა - კონსტანტინე ხოფერიამ და ნუცა აბაზაძემ, ასევე პარტნიორი კომპანიების - GAIA-ს წარმომადგენელმა შოთა ელყანიშვილმა და Databricks-ის წარმომადგენელმა გრაცია ფრონტოზომ. მათ ყურადღება გაამახვილეს ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე, AI-სა და ინკლუზიურობის ურთიერთკავშირსა და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, ბიზნესსა და მთლიანად საზოგადოებაზე.

ღონისძიება ნათელა გრიგალაშვილის პრეზენტაციითა და გამოფენის ტურით დასრულდა. მან აუდიტორიას მდგრადობისა და ხელოვნების ურთიერთკავშირი, ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ისტორია და დოკუმენტური ფოტოგრაფიის მნიშვნელობა გააცნო - როგორც მეხსიერების, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საშუალება.

თიბისი უკვე წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას მდგრადი განვითარების საკითხების განსახილველად, რათა საზოგადოებას გაუზიაროს არსებული ცოდნა, შესაძლებლობები და ახალი პერსპექტივები. კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ამ ტრადიციას და ყოველწლიურად ახალ აქტუალურ თემებს შემოგვთავაზებს.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2026-09-24 11:04:48

კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

2026-09-21 08:43:22

ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა

2026-09-20 10:25:23

კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა

2026-09-19 11:29:16

უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

2026-09-19 10:59:28

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics