18:09 - 27 Sep, 2026
2026-09-19 21:20:14, 5052 ნახვა

ციტატცები/
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს

რუსეთი არასდროს განსაზღვრავს საფრანგეთის ქმედებებს და ვერც პარიზის დაშინებას თავისი პროვოკაციებით. ამის შესახებ განაცხადა მემარჯვენე ფრთის „ეროვნული გაერთიანების“ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა.

მან გააკრიტიკა კრემლი მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთში მოქმედი ევროპული კომპანიების, კერძოდ, „ნესტლესა“ და „ოშანის“ აქტივების ჩამორთმევის ბრძანება გასცა. ლე პენმა დაგმო მოსკოვის ქმედებები და განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა „იმედოვნოს, რომ მას შეუძლია პირდაპირ ან ირიბად განსაზღვროს საფრანგეთის პოლიტიკა დაშინების, მუქარის, დესტაბილიზაციის ან ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით“.

გარდა ამისა, მან პუტინის ახალ გადაწყვეტილებას „მტრული აქტი“ უწოდა, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის ფრანგული კომპანიების ინტერესებსა და უფლებებს“. ლე პენის განცხადება ასევე გაკეთდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა მთავრობას დაავალა, მოემზადებინა გეგმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის რუსული ჰიბრიდული თავდასხმებისგან დასაცავად. ლე პენმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ამ ნაბიჯს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics