18:09 - 27 Sep, 2026
2026-09-18 17:55:13, 1454 ნახვა

საზოგადოება/
კობახიძე სოციალური შემწეობის პროგრამიდან ხალხის ამოღების გამო მორიგ ჯერზე თავს იმართლებს

ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმდენად მკაფიო კრიტერიუმი  არსებობს, რომლითაც ხდება სოციალური შემწეობის განაწილება, რომ საარჩევნოდ ამას ვერავინ გამოიყენებს.

„2020 წელს განახლდა სიები, გაფართოვდა შემწეობის მიმღებთა სია. გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ იყო კოვიდი და კოვიდმა გამოიწვია სოციალური ფონის დამძიმება და 2020 წლის შემდეგ იყო გამოცხადებული ერთგვარი მორატორიუმი, მათ შორის, ხან საზოგადოების შესაბამისი წარმომადგენლების გაღიზიანებას ერიდებოდნენ და სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ჩვენ მივიღეთ თამამი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. იმდენად მკაფიო კრიტერიუმი  არსებობს, რომლითაც ხდება სოციალური შემწეობის განაწილება, რომ საარჩევნოდ ამას ვერავინ გამოიყენებს. ჩვენ მივიღეთ თამამი, გაბედული გადაწყვეტილება, დავიწყეთ ამ სიების გადახედვა, რაც არის მტკივნეული პროცესი. შეიძლება ვიღაც, რაღაც ეტაპზე ერიდებოდა ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო. ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომლებთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა", - განაცხადა კობახიძემ.




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics