|
2026-09-12 20:17:13, 4540 ნახვა
ციტატცები/ საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი უცხო ობიექტთან შეჯახების შემდეგ ლიანდაგიდან გადავიდა- ხელისუფლება დივერსიას ეჭვობს
საფრანგეთში 11 სექტემბრის საღამოს სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. პოლიციის ცნობით, ეს გამოწვეული იყო „უცნობ ობიექტთან“ შეჯახებით. BFM-ის წყაროების თქმით, გამოძიების ძირითადი თეორია დივერსიაა: ლიანდაგებზე რელსის ნაწილი იპოვეს. ინციდენტი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კლეონთან ახლოს მოხდა. მატარებელში 180-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. 44 დაშავდა: ერთი ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ლიანდაგიდან გადავარდნამ რამდენიმე მარშრუტზე მოძრაობა პარალიზება გამოიწვია. საფრანგეთის რკინიგზის ოპერატორმა SNCF-მა რუანსა და კანს შორის ხაზზე, ასევე კანსა და ლე ჰავრს შორის ორივე მიმართულებით სერიოზული შეფერხებები გამოაცხადა. პარიზში, რუანიდან და ლე ჰავრიდან მომავალი მატარებლები 11 სექტემბრის საღამოს სენ-ლაზარის სადგურზე დაგვიანდა, სამ საათამდე შეფერხებით. პარიზი-რუანის ხაზზე მოძრაობა დღეს დილით, 12 სექტემბერს, აღდგა, თუმცა სხვა მონაკვეთებზე შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

