|
2026-08-31 15:09:13, 5312 ნახვა
სპორტი/ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე, გადამწყვეტ რაუნდშია. ოლეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და ახლა მთავარი მიზნისთვის, ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლას განაგრძობს. მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ნაკრების მეორე შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ დღეს, დღეს, 22:00 საათზე გაიმართება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა უკვე გამართა, მონტენეგროს 28 აგვისტოს თბილისში დაუპირისპირდა და მეტოქე 101:74 დაამარცხა. ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრები 12 კალათბურთელით იასპარეზებს. ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ბურთების სხვაობას მიენიჭება, რაც თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგისთვის ბრძოლას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. საქართველოს ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი თამაშები ელოდება. დღეს პორტუგალიასთან შეხვედრით გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ ბრძოლას აგრძელებს. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ბანკი – საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

