|
2026-08-06 21:23:02, 2079 ნახვა
სხვადასხვა/ რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
ცნობილი რუმინული დუეტი "Morandi" სკანდალში გაეხვა - მიზეზი მუსიკოსების მიერ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი გასტროლებია: მეტიც, კონცერტი სოხუმში ხვალ, აგვისტოს ომის წლისთავზე უნდა შედგეს. ფაქტს, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, დაგმო და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. "რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მტკიცე უთანხმოებას 7 აგვისტოს საქართველოში, სოხუმში (აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში) ჯგუფ Morandi-ს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით. არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულების შენარჩუნებით, რუმინეთი კიდევ ერთხელ მტკიცედ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“ | აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

