08:56 - 14 Jun, 2025
2025-06-13 14:23:46, 82 ნახვა

მსოფლიო/
კაია კალასი - ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოვუწოდებ

ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, დეესკალაციისთვის საუკეთესო გზა დიპლომატიაა.

„დიპლომატია კვლავ საუკეთესო გზად რჩება და მზად ვარ, მხარი დავუჭირო დეესკალაციისკენ მიმართულ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics