2025-06-12 13:15:49, 287 ნახვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოში არიან დაბარებულნი. როგორც ზოგიერთი მათგანი სოციალურ ქსელებში წერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა მათი Facebook სტატუსების გამო. საქმე ეხება მათ მიერ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს. "ოცნების" ავტორიტარული რეჟიმი უფრო და უფრო სასტიკი ხდება, ივანიშვილის პარტიის ძალაუფლებაში დარჩენის მიზნით დიქტატორული ნარატივის გატარებას არ ერიდება. დატაცებული ხელისუფლების პირობებში ივანიშვილის მორჩილი პირებისთვის მთავარია მათ კეთილდღეობას კორუფციულ სქემებს და აღვირახსნილი ცხოვრების სტილს არაფერი დაემუქროს, ამისთვის საჭიროა ტერორი, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების. „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 2025 წლის 6 ივნისს შეტანილი განცხადების/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო“, - განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს. 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს შემდეგი პირები: ნანუკა ჟორჟოლიანი - ჟურნალისტი; „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, 6 ივნისს განაცხადა, რომ პარტია უჩივლებს ყველას, ვინც „შეურაცხყოფას მიაყენებს“, „შეურაცხყოფას მიაყენებს“, „მუქარას“ და „დამცინის“. მაშინ მან არცერთი სახელი არ დაასახელა. ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსებისთვის შეიძლება დაეკისროთ 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე თავისუფლების აღკვეთა. მანამდე, „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გაამკაცრა. ეს საკანონმდებლო სიახლე „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა და ირაკლი კირცხალიას მოკავშირემ, მარიამ ლაშხმა ისარგებლა. 17 მაისს, როდესაც ლაშხი პატარა ბავშვებთან ერთად კაფეში იმყოფებოდა, მას რამდენიმე ქალი მიუახლოვდა და შესძახა: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, არა რუსეთის რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს...“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და სასამართლომ ორ აქტივისტს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ერთ-ერთს კი 4000 ლარით ჯარიმა დააკისრა. სახალხო დამცველი ლევან იოსელიან იოსელიანი ივანიშვილის რეჟიმის მიერ შსს-ში მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო შსს-ში ჩივილს გამოეხმაურა და თქვა, რომ "აზრის გამოხატვა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად". "სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკის მომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის, არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. აზრის გამოხატვა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული. დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან". - თქვა იოსელიანმა. 6 ივნისს, ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე თქვა, რომ მზადდებოდა საჩივარი, რომელიც სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ "უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას" ეხება, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ციფრულ სივრცეში დაწერილი კომენტარის გამო, პირი შეიძლება დაჯარიმდეს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით. თებერვალში, საპროტესტო აქციების პარალელურად, ივანიშვილის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური თანამდებობების პირების, საჯარო მოხელეების, პოლიციელების შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან ამის შემდეგ, 30 მაისს ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტ თათია აფრიამაშვილს სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის. ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კირცხალიას თქმით, საჩივარი, რომელიც დღეს შევა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეხება სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ "უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას", რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. შსს-ში საჩივრის შეტანის ინიციატივას წინ უძღოდა ივანიშვილის ვიცესპიკერის პოსტი: "მედია რეგულაციაზე ატეხილ აჟიოტაჟზე გამახსენდა - დიდ ბრიტანეთში თვეში ათასზე მეტ ადამიანს იჭერენ სოციალურ მედიაში დადებული პოსტების გამო" - წერდა ნინო წილოსანი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |