08:51 - 14 Jun, 2025
2025-06-13 12:48:50, 82 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - ნიკა გვარამიას ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას

ნიკა გვარამიას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და მას მხნეობას ვუსურვებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი არიან ნიკა გვარამიას გვერდით, ისევე როგორც ვართ ყველა „პოლიტიკურად დევნილი და შევიწროებული ადამიანის გვერდით“.

„დღეს, ასევე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იმართება, მორიგი სამარცხვინო პროცესი ამ რეჟიმის მიერ ინიციირებული, რადგან ის არალეგიტიმურ პარლამენტში, ივანიშვილის მიერ შექმნილ ღალატის კომისიაში არ გამოცხადდა. მეც იქ უნდა ვყოფილიყავი, უბრალოდ სასამართლო პროცესი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისას დაემთხვა.

ჩვენ ნიკა გვარამიას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და მას მხნეობას ვუსურვებთ. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა შეიძლება კიდევ ერთი კრიმინალური ნაბიჯი მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გადადგას, ამიტომ ჩვენ ვართ ნიკა გვარამიას გვერდით, ისევე როგორც ვართ ყველა პოლიტიკურად დევნილი და შევიწროებული ადამიანის გვერდით“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics