08:36 - 14 Jun, 2025
2025-06-13 11:01:43, 83 ნახვა

მსოფლიო/
თეირანმა დაადასტურა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის ლიკვიდაცია

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინაზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა მეთაური ჰოსეინ სალამი და „მისი რამდენიმე მცველი და კოლეგა“, - განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა. სააგენტო „მეჰრისა“ და „ისნას“ ცნობით, ასევე მოკლეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, IRGC-ის გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი. ეს ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა. გარდა ამისა, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ხათამ ალ-ანბიას ერთობლივი შტაბის მეთაურის, გენერალ ღოლამალი რაშიდის გარდაცვალების შესახებ. დარტყმის შედეგად ასევე დაიღუპნენ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ისლამური აზადის უნივერსიტეტის რექტორი მოჰამედ მეჰდი თეჰრანჩი. ორივე მათგანი ადრე ქვეყნის ბირთვულ პროგრამაში იყო ჩართული.

სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა „The Times of Israel“-ს განუცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანზე თავდასხმების ხუთი სერია განახორციელეს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ოპერაცია გაგრძელდება „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ საფრთხის აღმოსაფხვრელად.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა, ისრაელის დარტყმებს მძიმე დანაშაული უწოდა და შურისძიებით დაემუქრა. მან აღიარა, რომ თავდასხმის შედეგად „რამდენიმე მეთაური და მეცნიერი მოწამეობრივად დაიღუპა“. „ისრაელმა თავისთვის მწარე და საშინელი ბედი მოამზადა და ის აუცილებლად მიიღებს მას“, - ხაზგასმით აღნიშნა ხამენეიმ.

ამ ფონზე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გააფრთხილა შიდა ფრონტის სარდლობის ინსტრუქციებში დაუყოვნებლივი ცვლილებების შესახებ, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ნებისმიერი ბიზნესის ფუნქციონირების აკრძალვის შესახებ, გარდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნესებისა. ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რეზერვისტების ფართომასშტაბიანი გაწვევა დაიწყო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics