09:01 - 14 Jun, 2025
2025-06-13 10:13:20, 78 ნახვა

პოლიტიკა
ლადო ბოჟაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელ სოციალისტებს“ უერთდება

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლადო ბოჟაძემ უმრავლესობა დატოვა. როგორც მან „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში აღნიშნა, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ უერთდება.

ლადო ბოჟაძის განმარტებით, უმრავლესობის დატოვების მიზეზი არის „რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება სასამართლოს, კანონის, კანონის აღსრულების მიმართ“.

„დღეს გადავწყვიტე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დამეტოვებინა. ვუერთდები პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“, ამის მიზეზი არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება სასამართლოს, კანონის, კანონის აღსრულების მიმართ. იცით, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა არის მთავარი ქვაკუთხედი. საზოგადოება ხედავს ძალიან მძიმე კადრებს სასამართლო სხდომებიდან, დამოკიდებულებას მანდატურებთან, მოსამართლეების მიმართ. არაერთი პოლიტიკოსი, აქტივისტი თუ ჟურნალისტი იყო დაბარებული სასამართლოში. ბევრმა მათგანმა თქვა, რომ საერთოდ არ ცნობენ და არ აპირებენ ამ კანონის შესრულებას, რომ საერთოდ არ მივლენ სასამართლოში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის რადიკალიზმი, ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის ის გეგმა და სქემა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ძალაშია. მე ამ პროცესების თაობაზე მქონდა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან. იცით, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მკაცრი და პრინციპული უნდა იყოს სახელმწიფოს კანონის აღსრულებასთან მიმართებით“, - განაცხადა ბოჟაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics