08:56 - 14 Jun, 2025
2025-06-12 21:19:46, 94 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - მათე დევიძე არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო

მათე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებს! , - ასე გამოეხმაურა “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მათე დევიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, “ქართული ოცნება” ამ „სისასტიკით ვერ გატეხს“ ქართველი ახალგაზრდებისა და ქართული საზოგადოების შეუდრეკელ სულს!

“თავისუფლება მათეს დევიძეს!

თავისუფლებისთვის მებრძოლი 21 წლის მათე დევიძე დღეს აღარ არის მხოლოდ ახალგაზრდა, რომელსაც უსამართლოდ მიუსაჯეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა, არამედ ის არის უსამართლო რეჟიმის მიერ სამაგალითოდ დასჯილი, ავტორიტარიზმთან შეურიგებელი ახალგაზრდა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი!

ეს სრულიად შეუფერებელი სასჯელი, თავისი სიმკაცრით კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ „ქართული ოცნება“ ფეხქვეშ თელავს კანონს და თავის სასამართლოს იყენებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი მომავლის მხარდამჭერი, გულანთებული პროტესტანტების დასაშინებლად.

თუმცა, ამ ბრუტალურობით, ამ სისასტიკით “ქართული ოცნება” ვერ გატეხს ქართველი ახალგაზრდებისა და ქართული საზოგადოების შეუდრეკელ სულს!

მათე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებს!” , - წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics