2025-06-12 21:10:53, 85 ნახვა
პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს
„ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს.
კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თაზო დათუნაშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ის სოფელ დიღმის პოლიციაში ჰყავდათ გადაყვანილი.
შეგახსენებთ, თაზო დათუნაშვილი სასამართლოში დღეს მაშინ დააკავეს, როდესაც შენობას ტოვებდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,