2025-06-12 19:07:46, 123 ნახვა
პოლიტიკა გიორგი ვაშაძე - მათე დევიძეს არ უსჯიან დანაშაულისთვის, მას სჯიან თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის - ვერ გაგვაჩუმებენ
მათე დევიძეს არ უსჯიან დანაშაულისთვის, მას სჯიან თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის , - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძისთვის თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთას. ვაშაძის თქმით, „ეს არის რეჟიმის შურისძიება და თავისუფლების მოყვარე ხალხის ტყვედ აყვანა“. „ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ შური იძიოს ახალგაზრდებზე, მოქალაქეებზე, ყველაზე ვინც ხმამაღლა აპროტესტებს უსამართლობას. ე.წ. ხელისუფლება მზად არის, ყველას გაჩუმებას შეეწიროს ყველაფერი, ოღონდ დარჩეს ძალაუფლებაში. ვერ გაგვაჩუმებენ! ვერ გაგვაჩერებენ! ერთად დავასრულებთ ამ რეჟიმს და დავიბრუნებთ თავისუფლებას! მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!", - აცხადებს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა. ცნობისთვის, მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |