2025-06-12 18:47:00, 111 ნახვა
პოლიტიკა მამუკა ხაზარაძე - რეჟიმის მსახურმა სასამართლომ მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს!
მათე დღეს ყველა ჩვენგანის შვილია - შეუპოვრობის, თავდადების და ძლიერი სულის სიმბოლოა , -ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძისთვის თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთას. ხაზარაძე დევიძეს მოუწოდეს ,არ გატყდეს - „თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას არ შეუძლია“. „რეჟიმის მსახურმა სასამართლომ დღეს მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს! ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ივანიშვილის კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომაა! მათე დღეს ყველა ჩვენგანის შვილია - შეუპოვრობის, თავდადების და ძლიერი სულის სიმბოლოა. მაგარო ბიჭო, არ გატყდე! თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას არ შეუძლია! შენს გვერდით გვიგულე!“,- წერს ხაზარაძე. შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა. ცნობისთვის, მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |