08:52 - 14 Jun, 2025
2025-06-12 18:12:55, 108 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის - ფასს გადაიხდიან ადამიანები, რომლებიც სამარცხვინო გადაწყვეტილებას ტაშს უკრავენ

დღეს არის სამარცხვინო დღე, სამარცხვინო დღე საქართველოსთვის , - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მათე დევიძე დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენ ისტორიაში და მას საზოგადოება არ დაივიწყებს .

„იმ დარბაზში იყო საქართველოს დროშა, გერბი და იუსტიციის ქანდაკება - სამივეს შეურაცხყოფაა. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აწესებენ, რეალურად, დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას და რომელიც აქ არ დგას, საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს, რადგან ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა არ არის. ამის ფასს ყველა გადაიხდის ხვალ, ზეგ. ის ადამიანები, რომლებიც ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას ტაშს უკრავენ, ის მოსამართლე, პროკურორი, რომლებიც ამ დარბაზში სხედან, არ ვიცი როგორი მომავალი ექნებათ მათ. მე ვიცი რა მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენ ისტორიაში , ჩვენ მას არ დავივიწყებთ . ის იქნება ჩვენი ღირსების სიმბოლო, ხოლო ისინი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics