2025-06-12 17:55:48, 54 ნახვა
მსოფლიო/
მოსკოვში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი თანამდებობას ტოვებს
მოსკოვში აშშ-ის ელჩი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ელჩი ლინ ტრეისი თანამდებობას მალე დატოვებს.
მოსკოვში ვაშინგტონის საელჩოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია.
ცნობისთვის, ლინ ტრეისიმ მოსკოვში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დაიკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,