09:05 - 14 Jun, 2025
2025-06-12 15:41:03, 74 ნახვა

სამართალი/
FB პოსტების გამო ჩანიშნული დავით ქაცარავას სასამართლო სხდომა გადაიდო

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე აღძრული საქმის განხილვა მოსამართლე დავით თეთრაშვილმა 20 ივნისის 15:00 საათამდე გადადო. 

საუბარია რეჟიმის საჩივრებზე, სადაც შსს მოქალაქეებს Facebook-პოსტების გამო, ქართული ოცნების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებს. 

ქაცარავა და მისი ადვოკატი სასამართლოში პროცესზე არ გამოცხადებულან. სწორედ აღნიშნული საფუძვლით გადადო მოსამართლემ საქმის განხილვა. 

გარდა ამისა დღეს ასევე გადაიდო იგივე საფუძვლით ჩანიშნული საჩივრების განხილვები ელენე ხოშტარიას, ვახო სანაიას, ანა სუბელიანისა და ბაია პატარაიას წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში 15-მდე პირის პროცესი ჩაინიშნა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics