08:48 - 14 Jun, 2025
2025-06-12 14:42:24, 275 ნახვა

მსოფლიო/
კირ სტარმერი - ლონდონისკენ მიმავალი თვითმფრინავის ინდოეთში ჩამოვარდნის სცენები დამანგრეველია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მისი ფიქრები ლონდონის აეროპორტში მიმავალი Air India-ს რეისის მგზავრებსა და ოჯახებთანაა.

„ლონდონისკენ მიმავალი თვითმფრინავის ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ჩამოვარდნის სცენები დამანგრეველია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი ფიქრები მგზავრებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, - განაცხადა სტარმერმა.

ცნობისთვის, ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics