2025-06-12 12:18:14, 170 ნახვა
პოლიტიკა ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან
ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, რომ თავი დაიძვრინოს მორიგი მძიმე შედეგისგან - მთავარი პრობლემა, რაც მას აქვს, არის ის, რომ არ ჰყავთ არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება „ძალიან უჭირს“. „ოპოზიციაში უმძიმესი ვითარებაა და ალბათ, ეს პროცესები ასე გაგრძელდება შემდეგი წლების განმავლობაში. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ვხედავთ, რომ აქ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს. მათ უნდათ, რომ არჩევნების არ მონაწილეობით თავი დაიძვრინონ მორიგი მძიმე შედეგისგან. რეალურად, არსებული კვლევების თანახმად, შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, რაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე მივიღეთ. შესაბამისად, ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, ერთმანეთის მიმართ არის ბულინგი. ორ პარტიას აქვს ნათქვამი, რომ განიხილავს არჩევნებში მონაწილეობას. ორი პარტია ემუქრება ამ პოლიტიკურ გაერთიანებებს. საბოლოდ, ყველამ ვიცით, როგორ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ. შეიძლება ყველას უთხრან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, შეიძლება ყველას უთხრან, რომ არ მიიღონ, შეიძლება, ორად გაყონ პოლიტიკური პარტიები. ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ და ეს პარტიებიც საბოლოოდ, ემორჩილებიან გარედან მიღებულ დირექტივებს. რამდენად საზიანოც არ უნდა იყოს მათთვის ერთი ან მეორე გადაწყვეტილება, როდესაც დავალებას იღებენ, მას მაშინვე ასრულებენ. არცერთი და არც მეორე სცენარი არ არის მათთვის სასარგებლო. თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ამ შემთხვევაში, ძალიან მძიმე მარცხისთვის არიან განწირულები. თუ არ მიიღებენ, ეს ცალკე პრობლემაა მათთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს მანდატებსაც დაკარგავენ“,- განაცხადა კობახიძემ. კობახიძის თქმითვე, „ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოს, მთლიან ოპოზიციას, მაქსიმუმ შეუძლია, ალბათ, საშუალოდ, 3-4 მანდატი მიიღოს საკრებულოებში“. მთავრობის მეთაურმა ასევე, ისაუბრა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზეც, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ. კობახიძის თქმით, „როდესაც სერიოზული კრიზისია პერსონალურ დონეზე, ვერცერთი მათი [ოპოზიციის] ინიციატივა წარმატებული ვერ იქნება“. „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ოპოზიციას აქვს, არის ის, რომ მათ არ ჰყავთ არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა. არც ერთი ასეთი პოლიტიკოსი არ არის ოპოზიციაში. ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სერიოზული კრიზისი აქვთ პერსონალურ დონეზე, ვერცერთი მათი ინიციატივა წარმატებული ვერ იქნება“,- აღნიშნა კობახიძემ. გარდა ამისა, კობახიძემ შეაფასა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ვიზიტი ბრიუსელში და აღნიშნა, რომ „ესეც დირექტივის შესრულებაა“. „ესეც დირექტივის შესრულებაა. მათ ავალებენ ხოლმე ჩასვლას ბრიუსელში, რათა ქართული პოლიტიკური სპექტრის სახელით ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ ისაუბრონ. ამას აკეთებენ მთელი ამ წლების განმავლობაში. კარგად გახსოვს, როგორ უპირდაპირდება ოპოზიცია ჯერ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებას, შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღებას, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნას. აგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას, რაც ამ შემთხვევაში, თავიდან ბოლომდე გარე, დაკვეთაა. ეს მათ არ აწყობთ, ქართველი ხალხის თვალში მათ იმიჯზე აისახება ასეთი პროცესები. ხალხი ხედავს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ. დავალება არის დავალება. როდესაც ხარ დავალებების შემსრულებელი, ბუნებრივია, დიდი არჩევანი არ გაქვს“,- განაცხადა კობახიძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |