13:57 - 13 Jun, 2025
2025-06-11 22:03:44, 459 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის პრემიერი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე მუშაობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუშაობს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდეს. ამის შესახებ OC-MEDIA წერს.

ტუსკმა ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტში იმიგრაციის შესახებ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა — რომლის შემდეგაც მისმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ნდობის ვოტუმი მოიპოვა.

"ვაშენებთ საჭირო უმრავლესობას, რათა საქართველოსთვის და სხვებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა ან შეჩერება მოვახერხოთ", — თქვა მან — "დიახ, ეს ჩემი განზრახვაც არის, სრული გაცნობიერებით იმისა, რომ ქართველების დაახლოებით ერთი მესამედი ის ხალხია, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, თუმცა ვიცით, რასთან გვაქვს საქმე".

"საუბარი არ ეხება მხოლოდ საქართველოს — ბოდიშს ვუხდი იმ ქართველებს, ვისაც შეიძლება ეს შეურაცხმყოფლად მოეჩვენოს — მაგრამ ზოგადად, ვემხრობი იმ ქვეყნების უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას, სადაც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ იცავენ იმ სტანდარტებს, რომლებიც გამორიცხავს ავტორიტარულ მმართველობას, აღარც პატივს სცემენ დემოკრატიულ სტანდარტებს და საიდანაც იმიგრაცია ჩვენს ქვეყანაში ან მთლიანად ევროპაში საზოგადოებრივ წესრიგს პირდაპირ ემუქრება", — თქვა ტუსკმა.

ამას გარდა, Reuters-ის ცნობით, ტუსკმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ზოგიერთი ქვეყნიდან, რომელთა მოქალაქეებიც დაკავშირებული არიან პოლონეთში კრიმინალურ ინციდენტებთან, მაგალითად, საქართველოდან.

ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უმეტეს წევრ ქვეყნებში ვიზის მოთხოვნა 2017 წელს გააუქმა. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება ხშირად თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად წარმოაჩენს.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო — ანუ 27-დან 15 ქვეყნის, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის სულ მცირე 65%-ს წარმოადგენენ.

იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში სულ უფრო ავტორიტარული ხდება, ბრიუსელში არაერთხელ გავრცელდა ცნობები, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობას განიხილავენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics