14:11 - 13 Jun, 2025
2025-06-11 20:10:28, 367 ნახვა

საზოგადოება/
თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან ამ ეტაპზე თავისუფალია

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან დაკითხვის შემდეგ, ამ ეტაპზე გაათავისუფლეს, თუმცა ფორმალური და ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალები ჯერ მათთვის ცნობილი არაა. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით, შემდეგი სამართლებრივი პროცედურებისა და დეტალების დაზუსტებას ქათამაძის იურისტები ცდილობენ და შემდეგ მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას.

ცნობისთვის, ბათუმში, აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე დღეს თურქეთში გადაიყვანეს. 

"ვერაგულად, ღამე გადაიყვანეს... ვერც დავემშვიდობე". - წერდა ქათამაძის ცოლი, ნინო კაკულია სოციალურ ქსელში.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქათამაძის საქართველოდან იძულების წესით გაძევება ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოხდა, რადგან გაფარ ილმაზმა (ქათამაძემ) არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით.

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს.

ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics