|
2026-09-26 23:45:00, 397 ნახვა
პოლიტიკა ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
ყველას მოვუწოდებ, ისარგებლონ ჩემ მიერ გამოქვეყნებული პოსტით, რომ გავერკვეთ, რა არის ამის ანატომია, – ამის შესახებ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც ქურუმებმა მოუხაზეს, ვინ არიან მათი მტრები და ამ მტრებზე თავდასხმა, ზიზღი, მათ რელიგიურ აქტს წარმოადგენს. „ამ მოვლენას უნდა შევხდეოთ, როგორც გარკვეულ კლინიკურ მოვლენას, როდესაც დაბინდული გონების მქონე ფუნდამენტური სექტის წევრები თავს ესხმიან სხვებს. გვინახავს სხვადასხვა კუ კლუქს კლანები თუ მსგავსი სექტები, რომლებიც აგრესიული არიან მათ მიმართ, ვისაც თავისიანებად არ აღიქვამენ. ასე უნდა შევხედოთ. მთავარია, ნებისმიერი ძალადობა, აგრესია უნდა აღკვეთოს სახელმწიფომ. რა ვქნათ, რაღაცებს უნდა შევხედოთ, მათ შორის, იუმორითაც. ეს ადამიანები აჩვენებენ საკუთარ სულიერ სიმდაბლეს, ემოციურ მოწყვლადობას და თავის პრობლემებს გვიჩვენებენ. ეს უნდა დავინახოთ. ყველა თავდასხმაში უნდა დავინახოთ მათი შინაგანი პრობლემა, რომელიც აქვთ და ამისი პროეცირების მცდელობა სხვებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან

