08:20 - 27 Sep, 2026
2026-09-26 10:49:58, 462 ნახვა

მსოფლიო/
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე

14 ამერიკელი სენატორის ორპარტიულმა ჯგუფმა მოუწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გააუქმოს ვლადიმერ პუტინის მოწვევა დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე, იტყობინება The Washington Post, მის ხელთ არსებული სენატორების წერილის მოყვანილობით.

„პუტინი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი, აგრესიული ომის დაწყებაზე. მისთვის შეერთებულ შტატებში G20-ის სამიტზე დასწრების ნებართვა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმ მთავრობის ლეგიტიმაციასა და ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიურად აგრძელებს უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვას“, - ნათქვამია წერილში.

სენატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ პუტინი, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ვაშინგტონი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს. წერილის ავტორების თქმით, თუ პუტინი არ იქნება იზოლირებული საერთაშორისო საზოგადოებისგან, მას ნაკლები მოტივაცია ექნება ომის დასასრულებლად.

წერილს სპონსორები იყვნენ რესპუბლიკელი სენატორი როჯერ ვიკერი მისისიპიდან და დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ნიუ ჰემფშირიდან. მას ხელი მოაწერეს კიდევ ექვსმა დემოკრატმა და ექვსმა რესპუბლიკელმა. ვიკერი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ხელმძღვანელობს, ხოლო შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი დემოკრატი წევრია.

„ვაშინგტონ პოსტმა“ ასევე აღნიშნა, რომ სილუანოვის მონაწილეობამ გასულ თვეში ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ეშვილში, დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში რამდენიმე ქვეყნის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ რუსი მინისტრი შეხვედრის მონაწილეთა ჯგუფურ ფოტოზე არ ყოფილიყო გამოსახული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პუტინის მოწვევის შესახებ დეკემბერში გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, გამოაცხადა. მან სამიტს პუტინისთვის შესაძლებლობა უწოდა „ჩაერთოს არა მხოლოდ პრეზიდენტთან (აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - TMT), არამედ სხვა მსოფლიო ლიდერებთანაც“.




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2026-09-24 11:04:48

კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

2026-09-21 08:43:22

ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა

2026-09-20 10:25:23

კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა

2026-09-19 11:29:16

უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

2026-09-19 10:59:28

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics