|
2026-09-25 11:00:08, 1128 ნახვა
ეკონომიკა/ თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
23-24 სექტემბერს, თიბისის პარტნიორობით, ბათუმში, ,,ბრიტანული დღეები’’ გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი თხელიძემ და თიბისის გუნდმა. „ბრიტანული დღეები ბათუმში“, 23 სექტემბერს, აჭარის რეგიონში მოქმედ მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე ბიზნესებს სიტყვით მიმართა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი თხელიძემ და იმ წარმატებულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც აჭარაში, თიბისის დაფინანსებით განხორციელდა. ხაზი გაესვა აჭარის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და თიბისი ბანკი როლს რეგიონში ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის მიმართულებით. „აჭარის რეგიონში, თიბისი, დღეს 400-ზე მეტი კომპანიის პარტნიორი ბანკია და ბიზნესის დაფინანსებით კუთხით, რეგიონში, 49%-იანი წილით ლიდერობს. ჩემთვის, ეს მხოლოდ რიცხვები არ არის - ეს ნდობის მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, თიბისი ქართული ბიზნესისთვის ყველაზე სანდო პარტნიორი ბანკი იყოს და მათ, კაპიტალთან ერთად, ცოდნის გაზიარებით, ფინანსური გადაწყვეტილებებითა და საჭირო კავშირებით დავუჭიროთ მხარი”, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი. ბათუმში გამართული ,,ბრიტანული დღეების’’ ფარგლებში, 24 სექტემბერს, ასევე გაიმართა რეგიონული კონფერენციას ჩივინინგის სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სახელწოდებით: დაკავშირებადობა, ინოვაცია და მედეგობა: სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერება. როგორც ჩივინინგის პროგრამის კურსდამთავრებული, გიორგი თხელიძე, ბრიტანეთის ელჩთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, სადაც ისაუბრა იმ ტრანსფორმაციულ პროფესიულ გზაზე, რომელიც ჩივინინგის პროგრამის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში სწავლით დაიწყო და ამჟამად, რეგიონში, ლიდერი კომპანიის გენერალური დირექტორობით გრძელდება. „ჩემთვის, ჩივინინგის პროგრამა გარდამტეხი გამოცდილება იყო, რამაც არა მხოლოდ დააჩქარა ჩემი პროფესიული განვითარება, არამედ - მნიშვნელოვნად გამიძლიერა დამოუკიდებლობა, ადაპტაციის უნარი, ცნობისმოყვარეობა და თავდაჯერება. თიბისიში, სწორედ ასეთი ტრანსფორმაციული გამოცდილება გვინდა შევუქმნათ ახალ თაობას. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, თიბისის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, 11 000 ახალგაზრდას მივეცით შესაძლებლობა, უფასოდ ესწავლათ ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნესის მიმართულებები. განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ეს პროგრამები, ამ ახალგაზრდებისთვის, დასაქმების რეალურ შესაძლებლობებად იქცა”, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

