|
2026-09-25 10:13:35, 1007 ნახვა
პოლიტიკა კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ის, რომ კონკრეტულ კონცერტს, ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც Kordz-ის კონცერტის გაუქმებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა. „ზუსტად ეს არის ის მეთოდები, რაზეც ქალბატონი გიგაური საუბრობდა - საბჭოური მეთოდები. ასეთი საბჭოური მეთოდებით ახლა მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია, რაც მართლა გამაოგნებელია, წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა. მე იმედი მაქვს, რომ სხვაგვარად წარიმართება პროცესები ევროპულ ბიუროკრატიაში და მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად შეიცვლის თავის მეთოდებს, საბჭოურ მეთოდებს, ევროპული ბიუროკრატია,"- აღნიშნა პრემიერმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

