|
2026-09-23 18:54:25, 1988 ნახვა
საზოგადოება/ მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ე.წ. მეორადი ჩარიცხვების შედეგები, რომლის მიხედვითაც, მსურველთა 27% მაინც ვერ გახდა სტუდენტი - ვერც უმაღლეს სასწავლებელში და ვერც კოლეჯში. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4010 აბიტურიენტს, მათგან 1715 დარეგისტრირდა:
ჩარიცხული აბიტურიენტების უმრავლესობა, 812 აბიტურიენტი (312 სახელმწიფო სასწავლებლებში) უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა; პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბარა - 408-მა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიულ ცოდნას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით მიიღებს სტუდენტი, რომელსაც ქართული ენის გამოცდაში 60-დან 3 ქულა აქვს მიღებული. სწავლება ქართულ ენაზე იქნება; სახელმწიფოს დაარსებულ კოლეჯში, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ „კომპიუტერულ ქსელებსა და სისტემებს“ უფასოდ შეისწავლის აბიტურიენტი, რომელსაც ქართულის გამოცდაში 2 ქულა აქვს მიღებული; საავიაციო უნივერსიტეტში საჰაერო ხომალდების ოპერატიული ტექნიკური მომსახურების მიმართულებით პროფესიულ განათლებას მიიღებს სტუდენტი, რომელსაც ქართულში 2 ქულა აქვს მიღებული. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - 110 აბიტურიენტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ქუთაისი და ფოთი) - 103; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა - 90; საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა - 65; საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტმა - 61. საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი აჭარაში, შუახევის რაიონში, სოფელ ხიჭაურში მდებარეობს. ბიზნესის ადმინისტრირებას ისწავლის სტუდენტი, რომელსაც მათემატიკის გამოცდაში 12 ქულა (მაქსიმალური ქულა იყო 51) აქვს მიღებული; ისტორიას ისწავლიან ის სტუდენტები, რომლებსაც ამ საგნის გამოცდაში 14-15 ქულა (მაქსიმალური ქულა იყო 60) აქვთ მიღებული; ქართულ ენაში მიღებული 14 ქულით (მაქსიმალური ქულა იყო 60) სტუდენტები გახდნენ სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით. 2026 წელს ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი, უმაღლესში (ბაკალავრიატი) (პირველადი ჩარიცხვით) ჩაირიცხა 31 704 ადამიანი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

