|
2026-09-22 10:45:09, 2259 ნახვა
ეკონომიკა/ საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
საქართველოში საწვავის კვლავ ძვირდება. ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში, თითქმის ყველგან, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 21 თეთრამდეა გაზრდილი. საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება. საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში: Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 19 სექტემბერს გაძვირდა. ერთკვირიან ჭრილში ბენზინი 4-6 თეთრით, ხოლო დიზელი 10 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო 5 დღეში უკვე მეორედ დაკორექტირდა. ბენზინის ღირებულება 5-7 თეთრით, ხოლო დიზელის 5-21 თეთრით გაიზარდა. დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
Connect-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლოს 18 სექტემბერს გაძვირდა. ბოლო 5 დღეში ამ ქსელში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:
Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი 10 სექტემბერს დაკორექტირდა. შედეგად აგვისტოს შემდეგ ბენზინი და დიზელი 3-10 თეთრით გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა. Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან

