|
2026-09-20 14:44:25, 2654 ნახვა
საზოგადოება/ ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე, გიორგი გველესიანის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც ყოფილმა ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების წევრების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები „სხვადასხვა ძალის ზეწოლის შედეგად“ და გაუაზრებელ ქმედებად შეაფასა. კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო სპორტიდან წასული გველესიანის მხრიდან ყოფილ თანაგუნდელებზე გაკეთებული განცხადებები. მისი შეფასებით, გველესიანი იმ ფეხბურთელებს დაუპირისპირდა, რომლებთან ერთადაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეთა ნაწილი „მარგინალურ ჯგუფებად“ და „კოლექტიურ მოღალატეებად“ მოიხსენია. „ჯეო თიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გველესიანი აცხადებს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების პერიოდში ფეხბურთელებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და, მისი თქმით, ნაკრების წევრების პროევროპული განცხადებების გაკეთებაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

